09 ოქტომბერი 2024,   02:30
ვრცლად
ჩინეთში ესკალატორის კიბის ნაწილის ჩავარდნას ადამიანი ემსხვერპლა

უბედურ შემთხვევას ჩინეთის ჰუბეის პროვინციაში ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა. ინციდენტი სავაჭრო ცენტრში მოხდა. 30 წლის ქალი შვილთან ერთად ესკალატორზე ადიოდა, როდესაც მოულოდნელად კიბის ბოლო ნაწილი ჩავარდა.

უსაფრთხოების კამერის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ გადაარჩინეს მაღაზიის თანამშრომლებმა ბავშვი, თავად დედის დახმარება კი ვეღარ მოახერხეს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

დღის ამბები