03 მაისი 2024,   05:13
ვრცლად
ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის უზრუნველყოფა უზენაეს საჯარო ინტერესს წარმოადგენს - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, იმ დროს, როდესაც, საქართველო მთელ მსოფლიოსთან ერთად დიდი გამოწვევების წინაშე დგას, ყველა ორგანომ და ინსტუტმა მკაცრად განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში უნდა იფუნქციონიროს.

განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. 

"დღეს, როდესაც ჩვენი სახელმწიფო და ხალხი, მთელ მსოფლიოსთან ერთად, ესოდენ დიდი გამოწვევების წინაშე დგას, ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის უზრუნველყოფა, უზენაეს საჯარო ინტერესს წარმოადგენს, რაც თავის მხრივ, ყველა კონსტიტუციური ორგანოსა და ინსტიტუტის მკაცრად განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში ფუნქციონირებას გულისხმობს. ამ საკითხში ნებისმიერი ტიპის თვითშემოქმედება, უბრალოდ, დაუშვებელია." - წერს ირაკლი ღარიბაშვილი. 

დღის ამბები