20 ნოემბერი 2024,   17:35
ვრცლად
სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს განცხადებით მიმართა და ფინანსური დოკუმენტაცია გამოითხოვა

სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს განცხადებით მიმართა და ფინანსური დოკუმენტაცია გამოითხოვა.

საინიციატივო ჯგუფი იურიდიულ ფაკულტეტზე გადასახადის მოსალოდნელ ზრდაზე და დარღვევებზე საუბრობს და მოითხოვს მმართველობასთან დაკავშირებული პროცესები გამჭვირვალე გახდეს.

"ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი იმის შესახებ, რომ უნივერსიტეტში სხვადასხვა ფაკულტეტებზე, მაგალითად იურიდიულზე, არსებობს მძიმე სახის პრობლემები, იკვეთება კლანური მმართველობის ნიშნები. არსებული სოციალური ფონიდან გამომდინარე ძალიან დიდი და გაზრდილი ხელფასებია. დაინიცირებული არის ასევე სტუდენტებისთვის ფიქსირებული გადასახადის მომატებაც. ჩვენ ეს ინფორმაცია გვაქვს ამ უნივერსიტეტში მოსწავლე სტუდენტებისგან. მოვითხოვეთ შესაბამისი დოკუმენტაცია," - აცხადებს სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის წევრი გიორგი ომარაშვილი.

დღის ამბები