03 მაისი 2024,   04:00
ვრცლად
დააყენეთ ჩარტერული რეისები და ჩამოიყვანეთ უკრაინელი ლტოლვილები საქართველოში, უკრაინას ჯერ ქმედითი მხარდაჭერა სჭირდება - ანა წითლიძე

პარლამენტში სხდომა დღეს პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა. უკრაინა და საქართველოს ხელისუფლების პოზიცია, ევროკავშირში ინტეგრაცია და რეზოლუცია, რომელსაც დღეს უნდა უყარონ კენჭი, პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება და პრეზიდენტის გუშინდელი გამოსვლა, ეს არის მთავარი თემები, რომელთა გარშემოც დარბაზში განცხადებები გაკეთდა:

"აქ თქვენ გაქვთ გამოფენილი უკრაინის დროშა და მე თქვენ გეტყვით ძვირფასო უმრავლესობის წევრებო, ფარისევლურია ეს თქვენი მხარდაჭერა, რადგანაც არც ერთი ქმედითი ნაბიჯი საქართველოს ხელისუფლებასა და პარლამენტს არ გადაუდგამს უკრაინელების დასახმარებლად. მაშინ, როდესაც 25 000-ზე მეტი რუსია შემოსული საქართველოში, დააყენეთ ჩარტერული რეისები და ჩამოიყვანეთ უკრაინელი ლტოლვილები საქართველოში. უკრაინას ჯერ ქმედითი მხარდაჭერა სჭირდება,"- განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა ანა წითლიძემ. 

დავით ზილფიმიანმა კი, აღფრთოვანება გამოხატა უკრაინელი ხალხის ერთობისა და სულისკვეთების გამო:

"აღფრთოვანებული ვარ იმ ერთობითა და სულისკვეთებით, როგორც ჩვენი მოძმე ქვეყანა იბრძვის დღეს მტარვალის წინაში. ნამდვილად არ ჩაივლის ფუჭად, ამ მებრძოლთა განწირული სულისკვეთება. არ ჩაივლის ფუჭად არამარტო მათთვის, არამედ ჩვენთვისაც,"- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ევროპელი სოციალისტები” წევრი დავით ზილფიმიანი.

დღის ამბები