03 მაისი 2024,   04:08
ვრცლად
ელჩი გაწვეული იყო კონსულტაციებზე, კონსულტაციები შეიძლება ჩატარდეს სხვადასხვა ფორმატში - ანდრეი კასიანოვი უკრაინის ელჩის შესახებ  

უკრაინის ელჩის დროებითი მრჩეველი საქართველოში, ანდრეი კასიანოვი ამბობს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გაწვეული ელჩი, იგორ დოლგოვი უკრაინის მთავრობასთან კონსულტაციების რეჟიმში იმყოფება. ანდრეი კასიანოვი აღნიშნავს, რომ კონსულტაციები შესაძლოა სხვადასხვა ფორმატში შედგეს. მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუკი ელჩი ოფიციალურად განაგრძნობს მოვალეობის შესრულებას, ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს ეცნობება. 

"ცნობილია, რომ ელჩი გაწვეული იყო კონსულტაციებზე, ელჩის დაბრუნების შესახებ მოვალეობის შესასრულებლად ვაცნობებთ საგარეო საქმეთა სამინისტროს. კონსულტაციები შეიძლება ჩატარდეს სხვადასხვა ფორმატში. უკრაინა სამი კვირაა ომშია და საომარი მდგომარეობაა. საქართველოში უკრაინის საელჩო აგრძელებს მუშაობას ომის პირობებში. ომის პირობები დიპლომატია აშორებს კლასიკურ დიპლომატიას," - აცხადებს ანდრეი კასიანოვი. 

როგორც ცნობილია, უკრაინის პრეზიდენტმა ელჩი იგორ დოლგოვი საქართველოდან მარტის დასაწყისში გაიწვია, თუმცა ის "კურიერის" კამერამ გუშინ, თბილისში, საცხოვრებელ სახლთან დააფიქსირა. 

დღის ამბები