03 მაისი 2024,   07:11
ვრცლად
წარმოუდგენელი ამბავია, ომბუდსმენის მოადგილე ზეწოლას ახდენს საკონსტიტუციო სასამართლოზე და მის დისკრედიტაციას ცდილობს - რატი იონათამიშვილი

"ქართული ოცნების" წევრი სახალხო დამცველის მოადგილეს საკონსტიტუციო სასამართლოზე ზეწოლაში ადანაშაულებს. რატი იონათამიშვილი მიიჩნევს, რომ გიორგი ბურჯანაძე საკონტიტუციო სასამართლოს დისკრედიტაციას ცდილობს.

ამის შესახებ რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რასაც თან ურთავს ომბუდსმენის მოადგილის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს, სადაც ბურჯანაძე აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს არადამოუკიდებელი მოსამართლეები ჰყავს და კონსტიტუციას ისე განმარტავენ როგორ "მამას უნდა".

დღის ამბები