02 მაისი 2024,   23:22
ვრცლად
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დნესტრისპირეთი ოკუპირებულ ტერიტორიად შესაძლოა ოფიციალურად აღიაროს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ შესაძლოა ოფიციალურად აღიაროს დნესტრისპირეთი ოკუპირებულ ტერიტორიად. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს რუმინეთიდან, უკრაინიდან, საფრანგეთიდან, ესტონეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, საქართველოდან და თურქეთიდან ინიციატივა აქვთ, რომ მოხდეს დნესტრისპირეთის რუსეთის მიერ ოკუპირებულად ოფიციალურად აღიარება.

ინიციატივის ავტორები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მოუწოდებენ აღიარებული იქნას, რომ რუსეთმა ჩაიდინა სამხედრო აგრესია მოლდოვის რესპუბლიკის წინააღმდეგ და ოკუპირებული აქვს მისი ტერიტორიის ნაწილი.

დღის ამბები