02 მაისი 2024,   20:25
ვრცლად
ოკუპანტები მიკოლაევიდან გარბიან, მაგრამ ავრცელებენ ინფორმაციას, რომ თითქოს ჩვენ იერიში უნდა მივიტანოთ ხერსონზე - ვიტალი კიმი მოსახლეობას აფრთხილებს 

მიკოლაევის ოლქის გუბერნატორი ვიტალი კიმი ადგილობრივ მოსახლეობას ხერსონთან დაკავშირებით გავრცელებული დეზინფორმაციის შესაზებ აფრთხილებს.

ვიტალი კიმი მოქალაქეებს სიფრთხილისკენ და სიმშვიდისკენ მოუწოდებს. მისი ინფორმაციით, რუსი ოკუპანტების კოლონა მიკოლაევის რეგიონიდან მოშორებითაა, თუმცა, რამდენიმე სოფელში გარკვეული რაოდენობა რჩება.

ვიტალი კიმის თქმით, ხერსონთან დაკავშირებით დეზინფორმაციას რუსეთის საოკუპაციო ძალები ავრცელებენ.

"ოდნავ გაიღიმეთ, ბრძოლები ახლაც მიმდინარეობს. რამდენიმე სოფელს ასუფთავებენ. არის რამდენიმე ტანკი, რომელიც არ შეიძლება, რომ იქ იყოს. ახლა დამპყრობლების კოლონა მიკოლაევის რეგიონიდან მოშორებითაა. ხალხი ამბობს, რომ ისინი გარბიან, ეს მართალია, მაგრამ მე მივიღე ინფორმაცია, რომელსაც ისინი ავრცელებენ, რომ თითქოს ჩვენ იერიში უნდა მივიტანოთ ხერსონზე და მასიურად დავბომბოთ ის. გარწმუნებთ, რომ უკრაინელები არ გეგმავენ და ცხოვრებაში არ დაარტყამენ ხერსონს. გთხოვთ მიჰყევით სიახლეებს, ვეცდები განვაახლო ინფორმაცია. ხერსონ, ჩვენ შენთან ვართ," - განაცხადა ვიტალი კიმმა ვიდეომიმართვაში.

დღის ამბები