09 ოქტომბერი 2024,   02:24
ვრცლად
ავღანეთში ქორწილის დროს მომხდარ სროლას 21 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთში ქორწილის დროს მომხდარ სროლას 21 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყნის ჩრდილოეთით, ბაგლანის პროვინციაში 2 დაჯგუფების წევრები ერთმანეთს წვეულების დროს დაუპირისპირდნენ.

ორმხრივ სროლას ძირითადად ქორწილზე მიწვეული სტუმრები შეეწირნენ. მათ შორის ორი ბავშვია. მძიმედ დაშავდა 10 ადამიანი. დაპირისპირების მიზეზი უცნობია.

ინციდენტში მონაწილე ორივე დაჯგუფების წევრებს პოლიციელები ეძებენ.

 
დღის ამბები