04 მაისი 2024,   22:45
ვრცლად
როგორ არის დინამიკა შეცვლილი რუსეთის და ბელორუსის მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით - რა საკითხებზე ელოდება პასუხს დიმიტრი ხუნდაძეს შს მინისტრისგან

შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში - "მინისტრის საათის" ფორმატში
ვახტანგ გომელაური დეპუტატების წინაშე ანგარიშით ერთ საათში უნდა წარდგეს. მინისტრი კანონმდებლების შეკითხვებსაც უპასუხებს.

ქვეყნის პირველი პოლიციელი დეპუტატებს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს და გეგმებზე ისაუბრებს. მინისტრი პარლამენტარების შეკითხვებსაც უპასუხებს. ერთ-ერთი მთავარი საკითხი რაც კანონმდებლებს შინაგან საქმეთა მინისტრისგან აინტერესებთ - სანქციების შემდეგ საქართველოში რუსეთიდან დიდი რაოდენობით მოქალაქეების შემოსვლის სტატისტიკა, მოსალოდნელი რისკები და მათი თავიდან აცილების გზებია.

"რა თქმა უნდა მთავარი კითხვა იქნება, როგორ არის დაცული ქვეყნის საზღვრები და როგორ არის დინამიკა შეცვლილი რუსეთის და ბელორუსის მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით. ასევე, როგორ ხდება უსაფრთხოების ნორმების დაცვა,"- აცხადებს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე. 

დღის ამბები