04 მაისი 2024,   22:58
ვრცლად
მინისტრებს და მთავრობის წევრებს რუსეთის ხსენება აკრძალული გაქვთ? - გოცირიძე გომელაურს

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მინისტრის საათის ფორმატში შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს უსმენენ. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე დაინტერესდა, თუ რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად, რატომ არ ახსენებენ მთავრობის სიტყვები რუსეთს.

"მინისტრებს და მთავრობის წევრებს რუსეთის ხსენება აკრძალული გაქვთ? შეგიძლიათ, ახლა გამოხვიდეთ და თქვათ, რომ რუსეთი თავს დაესხა უკრაინას? პრემიერ-მინისტრმა ამ ომის დაწყებიდან ერთხელაც არ ახსენა რუსეთი, დეპუტატებმაც კი სულ 5 დღის წინ პირველად ახსენეს, რომ რუსეთი აგრესორია, რადგან ერთი ამბავი მოვუწყე კომიტეტზე," - მიმართა რომან გოცირიძემ ვახტანგ გომელაურს.

ამასთან, მინისტრს კითხვით მიმართა სალომე სამადაშვილმა. სამადაშვილი დაინტერესდა, მიმდინარე ომის პარალელურად, რა მომავალი ელოდება საქართველოს.

"ვშიშობ, რომ ჩვენ დღეს არ გვაქვს დრო თქვენი ფერადი ბროშურების დასათვალიერებლად. ჩვენთვის ბევრად მნიშვნელოვანია თქვენგან მოვისმინოთ რას ფიქრობთ, რა მომავალი ელოდება ჩვენს ქვეყანას.

მეორე შეკითხვა საქართველოში რუსეთის მოქალაქეების ჩამოსვლასთან დაკავშირებით მაქვს. მაინტერესებს, თქვენ უწყებას აქვს თუ არა ინფორმაცია იმ ხალხზე, ვინც აქ რუსეთიდან ჩამოდის, რა საქმიანობას ეწევიან? არის თუ არა პოტენციურად საფრთხის მატარებელი ზოგიერთი მათგანის აქ ყოფნა," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ მმართველი გუნდის წევრებიც დაინტერესდნენ  არ არის რუსეთის მოქალაქეების მიერ საზღვრის კვეთა მკვეთრად მომატებული და ამასთან, იგივე საანგარიშო პერიოდში რაც რუსეთ-უკრაინის ომი მიმდინარეობს, არის თუ საქართველოდან გასვლის სტატისტიკა.

გარდა ამისა, ალუდა ღუდუშაურის შეფასებით, მნიშვნელოვანია რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარმოადგინა ანგარიში, რომელიც არაერთ რეფორმას და პროგრამას მოიცავს.

დღის ამბები