20 ნოემბერი 2024,   17:34
ვრცლად
5 ივლისის საქმეზე დაცვის მხარის მერ სასამართლოზე წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა გამოკვლევის ნაწილს არ დაემთხვა - პროკურორი

5 ივლისის საქმეზე სასამართლო განხილვა გრძელდება - მორიგ სხდომაზე ჩვენება ძალადობაში ბრალდებულებმა მისცეს. გამოიკვლიეს დაცვის მხარის მტკიცებულებები.

"დღევანდელ სასამართლო პროცესზე გაგრძელდა დაცვის მხარის მტკიცებულების გამოკვლევა. ერთ-ერთი დაცვის მხარის მიერ ჩატარებულ იქნა ექსპერტიზა, რომელმაც გარკვეული დასკვნა დადო, თუმცა საინტერესოა, რომ დასკვნის ერთი ნაწილი სულ არ ეყრდნობა გამოკვლევის ნაწილს. კითხვებზე, რომელიც ბრალდების მხარემ დაუსვა ვერ გასცა პასუხი. კერძოდ სად მოხვდა დროშა, ვის მოხვდა ტარი და ა.შ., - არ მინახავსო, მაგრამ მას არ მოხვედრიაო," - განმარტავს პროკურორი ლევან ვეფხვაძე.

5 ივლისის მოვლენების დროს 50-ზე მეტ ჟურნალისტზე იძალადეს. სისხლის სამართლის საქმე რამდენიმე ნაწილად არის გაყოფილი. 

დღის ამბები