03 მაისი 2024,   08:40
ვრცლად
პარალელური სამყარო მოსკოვში - რუსეთის მიერ წარმოებული სისხლისმღვრელი ომის დროს პუტინმა ყირიმის ანექსიის 8 წელი იზეიმა

პარალელური სამყაროა მოსკოვში - სისხლისმღვრელი ომის დროს, მაშინ როცა ადამიანებს რუსული ჭურვები კლავს, რუსეთის დედაქალაქის ცენტრში იზეიმეს. ცენტრალურ სტადიონზე შეკრებილებმა ყირიმის ანექსიის 8 წელი აღნიშნეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით დაახლოებით 200 ათასი ადამიანი შეიკრიბა-იმღერეს ცნობილმა სახეებმა - გაიხსენეს საბჭოთა კავშირი და სიტყვითაც გამოვიდნენ.

ისაუბრეს დიად რუსეთსა და საბჭოურ ნოსტალგიებზე - პუტინის მომხრეები ერთმა სიმბოლომ გააერთიანა- ეს არის Z- უკრაინის ომის სიმბოლო მშვიდობისთვის - ნაციზმის გარეშე - ეს ღონისძიების მთავარი სლოგანი იყო.

შეკრებილებს ვლადიმერ პუტინმა სიტყვით მიმართა - აქვე აღსანიშნავია, რომ გამოსვლის დასრულებისთანავე ტრანსლირება გაითიშა, რამდენიმე წამში კი გაჩნდა კადრი მომღერლებით.

"საერთო ბედით გაერთიანებულ მათ მიწაზე - ასე ფიქრობდნენ და ხელმძღვანელობდნენ ადამიანები, ალბათ, როცა 2014 წლის 18 მარტს ყირიმსა და სევასტოპოლში რეფერენდუმზე მივიდნენ. ისინი ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ საკუთარ მიწაზე. მათ სურდათ ეცხოვრათ საერთო ბედით თავიანთ ისტორიულ სამშობლოსთან, რუსეთთან, მათ ჰქონდათ ამის სრული უფლება და მიაღწიეს მიზანს.

ჩვენ ვართ რუსეთის ფედერაციის მრავალეროვნული ხალხი, გაერთიანებული საერთო ბედით, საკუთარ მიწაზე. ეს არის რუსეთის ფუნდამენტური კანონის პირველი სტრიქონები, კონსტიტუცია და ყოველი სიტყვა სავსეა ღრმა მნიშვნელობით.ამ დროის განმავლობაში რუსეთმა ბევრი გააკეთა ყირიმისა და სევასტოპოლისტვის. საჭირო იყო ყირიმის გამოყვანა იმ დამამცირებელი პოზიციიდან, იმ დამამცირებელი მდგომარეობიდან, რომელშიც ყირიმი და სევასტოპოლი იყო ჩაძირული, როდესაც ისინი სხვა სახელმწიფოს შემადგენლობაში იყვნენ და რომელიც აფინანსებდა ამ ტერიტორიებს ე.წ. ნარჩენის პრინციპით.

ჩვენ ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ შემდეგ, როგორ გავაკეთოთ ეს შემდგომში, რის ხარჯზე და ჩვენ აუცილებლად განვახორციელებთ ყველა ჩვენს გეგმას. სახელმწიფო გადატრიალებას არ ეთანხმებოდნენ ადამიანები, რომლებიც ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ დონბასში. მათ წინააღმდეგ მაშინვე მოეწყო სადამსჯელო სამხედრო ოპერაციები და არა ერთი. ისინი მაშინვე ჩაეფლო ბლოკადაში, ექვემდებარებოდნენ სისტემატურ დაბომბვას ქვემეხებიდან და საჰაერო დარტყმებს. ამას ჰქვია გენოციდი, ოპერაციის მიზანია ამისგან ხალხის გადარჩენა .
მთელი საქმე იმაშია, რომ ეს ერთობა არის უნივერსალური ღირებულება რუსეთის ყველა ხალხისა და ყველა სარწმუნოების წარმომადგენლისთვის და კონკრეტულად ჩვენი ხალხისთვის, პირველ რიგში ჩვენი ხალხისთვის. და ამის საუკეთესო დასტურია ის, თუ როგორ იბრძვიან, როგორ მოქმედებენ ჩვენი ბიჭები ამ სამხედრო ოპერაციის დროს - მხარდამხარ. ეხმარებიან, ერთმანეთს და მხარს უჭერენ,"- აცხადებს ვლადიმერ პუტინი. 

დღის ამბები