06 მაისი 2024,   11:29
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებზე არანაირ ზეგავლენას არ ახდენს - გიორგი ამილახვარი

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატის განცხადებას საქართველოში ეხმაურებიან. უკრაინელი პოლიტიკოსის, ივან კრულკოვის განცხადებით, შესაძლებელია, საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევის ერთ-ერთი მიზეზი, მათი მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნაც იყოს.

მმართველ პარტიაში კი ამბობენ, რომ მსჯავრდადებული პრეზიდენტის ფაქტორი ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებზე გავლენას არ ახდენს. სახელისუფლებო გუნდში მიიჩნევენ, რომ უკრაინის ელჩის გაწვევასთან მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნას კავშირი არ აქვს.

"ქვეყანა როდესაც ომშია, მათი ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებებს არ ვანიჭებთ დიდი ყურადღებას. მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებზე არანაირ ზეგავლენას არ ახდენს. ის არის ახლა უკრაინის მოქალაქე, მაგრამ ყოფილი საქართველოს მოქალაქე და პრეზიდენტი, რომელიც არის დამნაშავე, რომელიც არის საქართველოს იურისდიქციის ქვეშ და სასჯელს იხდის საქართველოში. ამიტომ, რაიმე ფორმით დაკავშირება, ელჩის გაწვევა იქნება ეს თუ სხვა ნებისმიერი საკითხი, მიხეილ სააკაშვილთან, ეს, სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ასხამს წისქვილზე ჩვენი მტრის და ოკუპანტის, რუსეთის, და, ასევე, მიხეილ სააკაშვილის და "ნაციონალური მოძრაობის" წისქვილზე წყალს,"-აცხადებს გიორგი ამილახვარი.

დღის ამბები