06 მაისი 2024,   07:32
ვრცლად
რა დანაკარგი განიცადა რუსულმა არმიამ უკრაინაში შეჭრიდან დღემდე - შეცდომები, რომელსაც საოკუპაციო ძალები უშვებენ

ომის დაწყებიდან პირველად, რუსეთმა უკრაინაში ახალი ზებგერითი იარაღის გამოყენება დაიწყო. "კინჟალის" რაკეტით უკრაინის დასავლეთით, ივანო-ფრანკოვსკის ოლქის სოფელ დელიატინში იარაღის საცავი გაანადგურა. ამ ინფორმაციას რუსული მხარე ადასტურებს. "კინჟალის" რაკეტის ჩამოგდება პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან ის სამიზნემდე არაპროგნოზირებადი ტრაექტორიით მიდის.

რუსეთის მიერ, უკრაინის საბრძოლო შეიარაღების განადგურებასთან ერთად, დასავლეთი კიევის თავდაცვით მომარაგებას აგრძელებს. ამჯერად ამაზე ბრიტანეთი მუშაობს. პარალელურად კი, უკრაინაში დღითიდღე იზრდება რუსეთის დანაკარგი. არავინ ელოდა, თუმცა სხვადასხვა წყაროებით გამოქვეყნებული მონაცემებით, უკრაინაში შეჭრის დღიდან განადგურებული რუსული სამხედრო ტექნიკის რაოდენობა გაცილებით მეტია ვიდრე უკრაინის.

პარალელურად კი, საერთაშორისო სამხედრო ექსპერტები პუტინის წარუმატებელ ნაბიჯებს და გაცრუებულ მოლოდინებს აჯამებენ, რამაც უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსეთს სამხედროსთან ერთად, მორალური ზიანი მიაყენა.

საერთაშორისო სამხედრო ექსპერტებზე დაყრდნობით, BBC წერს, რომ პუტინს გადაჭარბებული მოლოდინი ჰქონდა და უკრაინაში შეჭრისას, წინააღმდეგობა ვერ გათვალა. არადა რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, რუსეთის ყოველწლიური თავდაცვის ბიუჯეტი 60 მილიარდ დოლარს აღემატება, უკრაინის კი 4 მილიარდ დოლარზე ცოტა მეტია.

ბიბისის თავდაცვის კორესპონდენტი სამხედრო ექსპერტებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინაში შეჭრის დაწყებისას რუსეთს აშკარა უპირატესობა ჰქონდა საბრძოლო თვითმფრინავებით, რომელიც საზღვართან გადაადგილდებოდნენ. ეს სამჯერ აჭარბებდა უკრაინის საჰაერო ძალების შესაძლებლობებს. დამპყრობელი ძალა ელოდა, რომ სწრაფად მოიპოვებდა უპირატესობას ჰაერში, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. არავინ ელოდა, მაგრამ უკრაინის საჰაერო თავდაცვა ამ შემთხვევაში უფრო ეფექტური აღმოჩნდა.

უკრაინის ძალებმა მოახერხეს და რუსეთს შეზღუდეს საჰაერო ხიდი ჯარების, აღჭურვილობისა და მარაგის შეტანისთვის. ამიტომ საავტომობილო გზით სარგებლობდა, რამაც საცობები შექმნა. ეს კი, უკრაინულმა სამხედროებმა ოკუპანტების ჩასაფრებისთვის კარგად გამოიყენეს. ამასთან ერთად, ზოგიერთი რუსული მძიმე ჯავშანტექნიკა გზიდან გადავიდა, ზოგი ტალახში გაიჭედა, რაც აძლიერებდა ჩაფლავებული ჯარის იმიჯს. ეს ყველაფერი ვიდეოკამერებმა დააფიქსირა.

დანაკარგებთან ერთად, ჯარის დემორალიზება - გაყინული, დაღლილი და მშიერი სამხედროები - ასე ახასიათებენ დასავლელი ოფიციალური პირები რუს ჯარს, რომელსაც ცოცხალი ძალის მნიშვნელოვან დანაკარგი უკვე აქვს. ახლა კი, რუსეთი დანაკარგების ასანაზღაურებლად, ჯარს ქირაობს. დასავლელი ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ ბრძოლას სირიიდან მალე შეუერთდება პუტინის საიდუმლო ვაგნერის ჯგუფი.

უკრაინაში რუსეთის ჯავშანტექნიკის კოლონებს, საწვავი, საკვები და საბრძოლო მასალა ამოეწურა. ტრანსპორტი გაფუჭდა და მიტოვებულია.

ამ ფონზე ელოდებიან, რომ პუტინის სისასტიკე გაორმაგდება, შესაბამისად დასავლეთი უკრაინის დახმარებას აგრძელებს. შტატებიდან უკრაინა 800 მილიონი დოლარის დახმარებას, მათ შორის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებსაც ელოდება.

დღის ამბები