06 მაისი 2024,   06:02
ვრცლად
დასავლეთი ახალ სანქციებზე ფიქრობს და პუტინს კატეგორიულად მოუწოდებს, ომი შეწყვიტოს - რა გზებს განიხილავს მსოფლიო უკრაინის დასახმარებლად

საერთაშორისო საზოგადოება პუტინს კატეგორიულად მოუწოდებს გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან და შეწყვიტოს ომი, ამისთვის განიხილება ახალი სანქციებიც, მსოფლიო უკრაინის დახმარების არაერთ გზას განიხილავს, თუმცა ცალსახად ითქვა, რომ NATO კონფლიქტში არ ერევა.

"პუტინის არჩეული გზა - ომი, უკრაინის წინააღმდეგ ტრაგიკულია. რუსეთის უკრაინაში შეჭრამ გამოიწვია მნიშვნელოვანი მსხვერპლი, კონფლიქტს შეეწირა სამხედროები და მშვიდობიანი მოსახლეობა, უდანაშაულო ადამიანები. მიუხედავად ამისა, რუსეთის აგრესიამ გააძლიერა უკრაინელი ხალხი, ნატო და თავისუფალი სამყარო. ჩვენ აღგვაფრთოვანებს უკრაინელი ხალხის სიმამაცე, რომლებიც იბრძვიან საკუთრი ქვეყნის დასაცავად. მათი ბრძოლა ახლა გადამწყვეტია საერთაშორისო წესრიგისთვის და საერთო ღირებულებებისთვის,"- ამბობს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი.

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი კირილ პეტკოვი კი, უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს და ამბობს, რომ ბულგარეთი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას საერთაშორისო დონეზე:

"ჩვენ მივაწოდეთ უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება. ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება, ყველაფერს გავაკეთებთ უკრაინის დასახმარებლად რაც შეგვიძლია. მე ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის, მან ამ დახმარებისთვის მადლობა გადამიხადა. როგორც იცით ბულგარეთი ერთ-ერთია, იმ ქვეყნებს შორის რომელიც თანახმაა უკრაინიდან ლტოლვილების მისაღებად. ჩვენ სამწუხაროდ ვერ გავუწიეთ უკრაინას სამხედრო დახმარება, თუმცა გავაგრძელებთ მის მხარდაჭერას საერთაშორისო დონეზე,"- აცხადებს ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი კირილ პეტკოვი

დღის ამბები