06 მაისი 2024,   02:03
ვრცლად
რაც უფრო რთულია სიტუაცია, მით უფრო დიდია საჭიროება ვიყოთ თავშეკავებულები და რაციონალურები - ჩინეთის პრეზიდენტი

დღეს შეერთებული შტატებისა და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის 2 საათიანი საუბარი შედგა, რა დროსაც, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სი ძინპინს მკაფიოდ დაუფიქსირა ის შედეგები, რომელიც შესაძლოა მოჰყვეს ჩინეთის მხრიდან რუსეთის დახმარებას.

"ჩინეთმა უნდა აირჩიოს თუ სად სურ იდგეს და როგორ მოხვდეს ისტორიის სახელმძღვანელოებში. ეს გადაწყვეტილება სი ძინპინმა უნდა გააკეთოს. მასთან საუბრისას, პრეზიდენტმა ბაიდენმა ძირითადი დრო დაუთმო უკრაინაზე რუსეთის თავდასხმასა და ამ კრიზისზე, აშშ-ს პოზიციის გამოხატვას. მან მკაფიოდ დააფიქსირა ის შედეგები, რომელიც შესაძლოა მოჰყვეს ჩინეთის მხრიდან რუსეთისთვის მხარდაჭერის გაწევას. ამ შემთხვევისთვის ჩვენ გვაქვს რიგი ხელსაწყოები, მათ შორის სანქციები, რომელსაც ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად განვიხილავთ. ჩინეთმა წამოწია ტაივანის საკითხიც, რაზეც პრეზიდენტ,მა ბაიდენმა მიუგო, რომ აშშ-ს პოლიტიკა ამ მხრივ არ შეცვლილა, მხარეებს შორის კომუნიკაცია გაგრძელდება,"- აცხადებს თეთრი სახლის პრესმდივანი ჯენ ფსაკი.

ჩინეთის პრეზიდენტი კი ამბობს, რომ ჩინეთი კონფრონტაციის გზას არ ირჩევს და ჩინეთს არ სურს უკრაინაში არსებული ვითარება კიდევ უფრო გაუარესდეს:

"კონფლიქტი და კონფრონტაცია ახლა არავის ინტერესშია. ჩინეთს არ სურს, რომ უკრაინაში არსებული ვითარება, კიდევ უფრო გაუარესდეს. ჩინეთი მხარს უჭერს მშვიდობას და ეწინააღმდეგება ომს. ყველა მხარემ ერთობლივად უნდა დაუჭიროს მხარი, რუსეთსა და უკრაინას შორის დიალოგს, რომელმაც მშვიდობამდე უნდა  მიგვიყვანოს.  რაც უფრო რთულია სიტუაცია, მით უფრო დიდია საჭიროება ვიყოთ თავშეკავებულები და რაციონალურები,"- აღნიშნავს ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი.

დღის ამბები