06 მაისი 2024,   05:37
ვრცლად
"კურიერის" გადამღები ჯგუფი კიევიდან, სადაც დღეს დილიდან ძლიერი დაკვამლიანება შეინიშნებოდა - რა იყო ამის მიზეზი და როგორია ვითარება უკრაინის დედაქალაქში

უკრაინის დედაქალაქ კიევში დღეს დილიდან ძლიერი დაკვამლიანება იყო, რომელიც მოსახლეობაში პანიკის საფუძველი გახდა. თუმცა, ქალაქის ადმინისტრაციამ მალევე გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ დაკვამლიანება საომარ მოქმედებებს არ უკავშირდებოდა. როგორც აღმოჩნდა, იწვოდა ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაგავსაყრელი. ნაგავსაყრელზე ხანძარი მალევე ჩააქრეს და რამდენიმე საათში კვამლიც გაიფანტა. რამდენიმესაათიანი კვამლის გამო, ჰაერის დაბინძურების დონე საკმაოდ მაღალი იყო, გამოქვეყნდა შესაბამისი სტატისტიკაც.

დღეს კიევში, 24 დღიანი ომის განმავლობაში პირველად, ძლიერი აფეთქებების ხმა არ ისმოდა. საჰაერო განგაშის სიგნალიც კი სულ ორჯერ ჩაირთო. უკრაინის დედაქალაქში, ამ ეტაპზე, სიმშვიდეა.

 
დღის ამბები