ზუგდიდში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა - ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რასაც აფეთქება მოჰყვა. ერთ-ერთ მანქანაში ახალგაზრდების ჯგუფი იჯდა, რომლებიც დაბადების დღიდან ბრუნდებოდა.
ავარია პუშკინის ქუჩაზე მოხდა.