თურქეთში განაცხადეს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის კრიტიკულ საკითხებში პოზიციების დაახლოება მოხდა, თუმცა გარკვეული საკითხების განხილვა ზელენსკისა და პუტინს შორის პირადად უნდა მოხდეს - ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
"შეინიშნება პოზიციების დაახლოება ორივე მხრიდან მნიშვნელოვან და კრიტიკულ საკითხებში, გარკვეული საკითხების განხილვა კი სახელმწიფოების მეთაურების დონეზეა საჭირო," - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.
მისივე განმარტებით, თუ მხარეები ამ ეტაპზე არსებულ პოზიციებს არ ჩამოშორდებიან, ცეცხლის შეწყვეტის იმედი არსებობს.