27 აპრილი 2024,   14:34
ვრცლად
რუსეთის ომის დანაშაულებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეების გამოძიება უკვე 6-მა ქვეყანამ დაიწყო - ირინა ვენედიქტოვა

რუსეთის ომის დანაშაულებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეების გამოძიება უკვე 6 ქვეყანამ დაიწყო. ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა სოციალურ ქსელში წერს

მისივე ინფორმაციით, რუსეთის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყეს ესტონეთმა, ლიტვამ, გერმანიამ, პოლონეთმა, სლოვაკეთმა და შვედეთმა.

"ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მათთან ინფორმაციისა და მტკიცებულებების გაცვლის დასაჩქარებლად" - წერს ვენედიქტოვა.

შეგახსენებთ, უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოძიებასთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოებას და შესაბამის სასამართლოს უკრაინამ ცოტა ხნის წინ მიმართა.

დღის ამბები