GORBI-ის კვლევის მიხედვით, მსჯელობას, რომ საქართველო უნდა ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში, რადგან უკრაინაში ომის დამთავრების შემდეგ, რუსეთი მაინც დაიწყებს ომს საქართველოში:
ეთანხმება გამოკითხულთა მხოლოდ 21,1%;
არ ეთანხმება 69,5%;
9,4% პასუხობს რომ არ იცის.
კვლევა საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა GORBI-მ 10-16 მარტს ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით, სატელეფონო პანელით გამოიკითხა 1008 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარია +/- 3 %.