25 აპრილი 2024,   02:31
ვრცლად
კაცმა საკუთარი ადვოკატი დაჭრა - რას ამბობს იურისტი

მამაკაცმა ადვოკატს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა. როგორც დაზარალებული გიორგი ბაღდავაძე აცხადებს, ორი დაცვის ქვეშ მყოფიდან ერთ-ერთმა სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ მისთვის დანის ჩარტყმა ყელის და ზურგის არეში სცადა, თუმცა წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, მას ცივი იარაღი სახის არეში მოხვდა.

"მაშინ, როდესაც დანას გიქნევენ და მაშინ, როდესაც თავის გადარჩენის ერთადერთი საშუალება მოძრავი ავტომობილიდან გადახტომა არის, უბრალოდ, გაიაზრონ ეს ყველაფერი ყველამ, ძალიან კარგად. ეს არ იყო მხოლოდ ჩემზე თავდასხმა, ეს იყო, მთლიანად, ადვოკატთა ასოციაციაზე თავდასხმა,"-აცხადებს დაზარალებული გიორგი ბაღდავაძე.

იურისტს სოლიდარობა ადვოკატთა ასოციაციამ გამოუცხადა, როგორც ორგანიზაციის ხელმღვანელი დავით ასათიანი ამბობს, აღნიშნულ საქმეზე რეაგირება ყოველთვის ალიან მკაცრი იქნება. 

"ნამდვილად გაუგონარი ამბავია. ადვოკატთა ასოციაციის ყურადღების მიღმა ეს ამბავი ნამდვილად ვერ დარჩებოდა. კარგი არის, რომ ეს ადამიანი დაკავებულია და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები.

მინდა ძალიან ნათლად და ხაზგასმით განვაცხადო, რომ ადვოკატთა ასოციაცია, მსგავსი ტიპის მოქმედებებზე რეაგირება იქნება ყოველთვის ძალიან მკაცრი,"- აცხადებს დავით ასათიანი.

დღის ამბები