03 მაისი 2024,   15:54
ვრცლად
იუსტიციის სამინისტროს ელექტრონულ სამართლებრივ ბაზა "ჰეინონლაინზე" შეუზღუდავი წვდომა ექნება

იუსტიციის სამინისტროს ელექტრონულ სამართლებრივ ბაზა "ჰეინონლაინზე" შეუზღუდავი წვდომა ექნება. სამინისტროში განმარტავენ, რომ წამყვან ინგლისურენოვან სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული უახლესი კვლევები და საერთაშორისო პრეცედენტული სასამართლო გადაწყვეტილებები უწყების თანამშრომლებისათვის ხელმისაწვდომი გახდა. 

უწყებაში ამბობენ, რომ "ჰეინონლაინზე" შეუზღუდავი წვდომა უფრო ეფექტიანს გახდის საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის სამართლებრივ სტანდარტებთან დაახლოების პროცესს, გააძლიერებს სამინისტროს სისტემაში სამეცნიერო დასკვნებსა და ანალიტიკაზე დაფუძნებულ საქმიანობას და ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებათა დაცვაზე ორიენტირებული მიდგომებისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის გატარებას.
 
დღის ამბები