"პროპაგანდა ომისა და მშვიდობიანობის დროს" - ამ თემაზე მედია აკადემიაში ჟურნალისტებისთვის ტრენინგი ჩატარდა. ტრენერმა ჟურნალისტებს საზოგადოების ფსიქოლოგიური და საინფორმაციო ომისგან თავდაცვის გზების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ტრენინგის ფარგლებში ისტორიული მაგალითების საფუძველზე განიხილეს როგორ ხდება საომარი მოქმედებების დროს საზოგადოების ცნობიერებაზე გავლენის მოხდენა.
სემინარზე ასევე იმსჯელეს, რა როლი აქვს მედიას ამ პროცესში, როგორ უნდა დაიცვან ჟურნალისტებმა მაყურებლის ინტერესები და პროფესიულ-მორალური სტანდარტები.