29 აგვისტო 2026,   08:40
ვრცლად
კრემლის ახალი მუქარა თეთრ სახლს - რამ გამოიწვია რუსეთის გაღიზიანება და რატომ დაიბარეს აშშ-ს ელჩი ლავროვის უწყებაში 

კრემლის ახალი მუქარა თეთრ სახლს - მოსკოვი ამბობს, რომ გაწყვეტს ყველანაირ ურთიერთობას ვაშინგტონთან. რუსეთი გაღიზიანებულია ბაიდენის ლექსიკის გამო, რომელმაც პუტინი სამხედრო დამნაშავედ მოიხსენია, ამის გამო ამერიკის ელჩი ლავროვის უწყებაშიც დაიბარეს - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ.

ამერიკის ელჩი რუსეთში ჯონ სალივანი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და ბაიდენის გამონათქვამის გამო საპროტესტო ნოტა გადასცეს. 

ბაიდენის შემდეგ მსგავსი განცხადება სახელმწიფო მდივანმაც გააკეთა. ბლინკენის თქმით, ის ეთანხმება ბაიდენის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინაში სამხედრო დანაშაულებია ჩადენილი.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში დღეს სალივანის გამოძახების ფაქტი დაადასტურეს, როგორც გაირკვა შეხვედრაზე პრეტენზიები რუსულ მხარეს ამერიკელმა დიპლომატმაც გადასცა.

"რა საინტერესოა, უსმინო როგორ საუბრობს "შეუფერებელ კომენტარებზე" ის ქვეყანა, რომელიც დაკავებულია მასობრივი ხოცვით, მათ შორის თავდასხმებით, რომლებიც სამოქალაქო პირების დაღუპვას იწვევს და 100 000-ზე მეტი ძალის შეჭრით, უმეტესად მშვიდობიან მოსახლეობაში. ჰკითხეთ კრემლს, რა გზავნილის გადმოცემა სურდათ.

მე გეტყვით, რა გზავნილები გადასცა ელჩმა სალივანმა, როდესაც ის რუსეთის მთავრობის მოხელეებს შეხვდა. ელჩმა გამოიყენა ეს შესაძლებლობა, რათა მოეთხოვა რუსეთის მთავრობისგან, დაიცვან საერთაშორისო კანონმდებლობა, ელემენტარული ადამიანური წესიერება და მისცენ საკონსულო მომსახურების გაწევის საშუალება, რუსეთში დაკავებულ ყველა ამერიკელს,"- აცხადებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს -სპიკერი ნედ პრაისი.

დღესვე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი გამოეხმაურა მოსკოვის სასამართლო გადაწყვეტილებას, რომლითაც სოციალური ქსელები Facebook-ი და Instagram-ი ექსტრემისტულად დაასახელეს. დეპარტამენტში გადაწყვეტილება დაგმეს და თქვეს, რომ ინფორმაციის მიმართ წვდომაზე იერიში უნდა დასრულდეს. 

 

დღის ამბები