26 აპრილი 2024,   16:06
ვრცლად
დაპირისპირება "ალტ-ინფოს" საწინააღმდეგო აქციაზე - ქობულეთში 8 პირი დააკავეს

ქობულეთში, "კონსერვატიული პარტიის" ოფისთან დაპირისპირების დროს სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე 8 პირი დააკავეს.

მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს, რომლებიც "ალტ-ინფოს" მიერ დაფუძნებული "კონსერვატიული პარტიის" ქობულეთში გახსნას აპროტესტებდნენ, ხელკეტებით დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

დაკავებულები პოლიციის განყოფილებაში არიან გადაყვანილები.

დაკავებულებს შორის 7 "კონსერვატული" პარტიის წარმომადგენელი, ერთი კი აქციის მონაწილეა. დაპირისპირება საპოლიციო ძალების მიერ მალევე განიმუხტა.

დღის ამბები