09 ოქტომბერი 2024,   02:27
ვრცლად
ხანძარი კალიფორნიის ტყეში - ხელისუფლებამ ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია მოახდინა

ვერტმფრენების გამოყენებით ცდილობენ ტყის ხანძრის ჩაქრობას შეერთებული შტატების კალიფორნიის შტატში, სადაც ხანძარი 1 200 ჰექტარზეა გავრცელებული.

ხელისუფლებამ მიმდებარე ტერიტორიიდან ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელა. მეხანძრეებს ცეცხლთან ბრძოლაში მაღალი ტემპერატურაც უშლის. პოლიციის ინფორმაციით, ხანძარი ერთ-ერთმა მოქალაქემ გააჩინა, რომელიც უკვე დაკავებულია.

 

 

 
დღის ამბები