06 მაისი 2024,   21:09
ვრცლად
მშვიდობა ნაჩუქარი არაა, მას უნდა მივაღწიოთ - სტოლტენბერგი უკრაინისთვის დახმარების გაორმაგების საჭიროებაზე საუბრობს

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგი განცხადებით, ხვალინდელ სამიტზე ალიანსის უკრაინასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მიიღებს.

სტოლტენბერგს აქვს მოლოდონი, რომ ალიანსის ქვეყნები უკრაინას დახმარებას გაუორმაგებენ.

"პუტინმა უნდა დაასრულოს ეს ომი და საშუალება მისცეს ჰუმანიტარული დახმარების კორიდორების გახსნას და ჩაერთოს რეალურ დიპლომატიაში. NATO-ს წევრმა ქვეყნებმა ამ კრიზისს უპასუხეს, მათ ძლიერად გამოხატეს დახმარება უკრაინის მიმართ, ხოლო რუსეთს მოუწია უპრეცედენტო ფასის გადახდა. NATO-მ იმოქმედა სწრაფად და ერთიანად.

ხვალინდელ სამიტზე ჩვენ კიდევ უფრო მეტ გადაწვეტილებას მივიღებთ. დარწმუნებული ვარ რომ ქვეყნის ლიდერები კიდევ უფრო მკაფიოდ გამოთქვამენ თავიანთ აზრს, როგორც მიწაზე, როგორც ზღვაში და ასევე, ცაში. პირველი ნაბიჯი იქნება რომ 4 ახალი NATO-ს ჯარები განთავსდეს ბულგარეთში, უნგრეთში, რუმინეთსა  და სლოვაკეთში. მათთან ერთად იქნებიან ჩვენი არსებული ჯარისკაცები ბალტიისპირეთსა და პოლონეთში. ეს ნიშნავს, რომ 8 მულტინაციონალური ბატალიონი გვეყოლება ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში, ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე.

ჩვენ ახალი რეალობის წინაშე ვდგავართ, ამიტომაც ჩვენ უნდა გადავახარისხოთ ჩვენი თავდაცვა უფრო მასშტაბური მომავლისთვის. NATO-ს წევრი ქვეყნები კიდევ ერთხელ გადახედავენ დახმარებას უკრაინის მიმართ. უკრაინას აქვს ყველანაირი უფლება რომ თავი დაიცვას და ჩვენ ვეხმარებით უკრაინელებს, რომ გამოიყენონ მათი ეს უფლება. 2014 წლიდან NATO-ს ალიანსის ქვეყნები ეხმარებოდნენ და წვრთნიდნენ უკრაინელ სამხედროებს, რათა განევითარებინათ თავიანთი უნარები. მათ გამოიყენეს ეს წვრთნები დღევანდელობაში და მიღებულ ცოდნას ფრონტის წინა ხაზზე იყენებენ. 

გადაწყვეტილებებს, რომლესაც ჩვენ ხვალ მივიღებთ, ექნება კიდევ უფრო ფართო მასშტაბები. თავდაცვის გაძლიერება მოითხოვს უფრო გაძლიერებულ ფინანსურ ჩართულობას. მაქვს მოლოდინი რომ ალიანსის ქვეყნები გაუორმაგებენ თავიანთ ფინანსურ დახმარებას თავდაცვის სისტემებთან დაკავშირებით, რადგან მშვიდობა ეს ნაჩუქარი არ არის, მას უნდა მივაღწიოთ. ამ კრიზისის დასაწყისში ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა ერთად იდგნენ გაერთიანებულად და რჩებიან კიდეც ასე. ეწინააღმდეგებიან რუსულ აგრესიას, მხარს უჭერენ უკრაინას და იცავენ ყველა ქვეყანას," - განაცხადა სტოლტენბერგმა. 

  

დღის ამბები