24 აპრილი 2024,   20:18
ვრცლად
რუსული დანაყოფები შესაძლოა ალყაში მოექცნენ - სად აქვს ოკუპანტების იზოლირების შანსი უკრაინის არმიას

რუსები უკრაინის დედაქალაქს ისევ უტევენ, თუმცა მნიშვნელოვანი წინსვლის გარეშე. უკრაინელებს კიევის დასავლეთით რუსული ჯარების იზოლირების შანსი აქვთ - ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

კიევთან რუსეთის პოზიციები შედარებით გამყარებულია ბუჩასა და გოსტომელთან. CNN​ კი ამბობს, რომ თუ უკრაინული ძალები განამტკიცებენ პოზიციებს ამ ქალაქებთან, რუსული დანაყოფები ამ შემთხვევაში ალყაში მოექცნენ.

რუსული ძალები ჯერჯერობით პოზიციებს ინარჩუნებენ კიევის ჩრდილოეთით, იმ რაიონებში, რომლებსაც უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან ნაწილობრივ იკავებდნენ. CNN-ის თანახმად, თუ უკრაინული ძალები გააძლიერებენ კონტროლს ქალაქ მაკარივზე, რუსეთის ძალებს გაუჭირდებათ კიევის დასავლეთის მისადგომების დაცვა და შემდეგ სამხრეთისკენ გადაადგილება.

ქალაქ ირპენის მერი ამბობს, რომ უკრაინელები ქალაქის 80%-ს აკონტროლებენ. ოკუპანტებმა გასული 24 საათის განმავლობაში კიევის ორი რაიონი დაბომბეს, არიან დაშავებულები - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ნივკში საცხოვრებელ კორპუსებზე თავდასხმა გრადით განხორციელდა.

უკრაინული მხარისგან საერთოდ განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთი. ოკუპანტები ამბობენ, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

დღის ამბები