26 აპრილი 2024,   16:47
ვრცლად
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთის მიერ უკრაინაში სამხედრო დანაშაულების ჩადენა ოფიციალურად აღიარა

ამერიკის ადმინისტრაციამ რუსეთის მიერ უკრაინაში სამხედრო დანაშაულების ჩადენა ოფიციალურად აღიარა. განცხადება ენტონი ბლინკენის უწყებამ რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა. მასში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატების მთავრობის შეფასებით, დღეს არსებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ძალების წევრებმა უკრაინაში სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს.

 "სამხედრო დამნაშავის" წოდებას, რუსეთის ხელისუფლების მისამართით, თქმას ამერიკის ადმინისტრაცია ბოლო წუთამდე ერიდებოდა, თუმცა ბაიდენმა გასულ კვირას პუტინს სამხედრო დამნაშავე უწოდა. ეს ფრაზა ბლინკენმაც გაიმეორა და ამ განცხადებებს რუსეთის რეაქცია მოჰყვა. ელჩი სალივანი მოსკოვში, საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და საპროტესტო ნოტა გადასცეს. ამასთან, რუსეთი ამერიკასთან ურთიერთობების გაწყვეტით დაიმუქრა.
 
დღევანდელი განცხადებით კი უკვე სამხედრო დანაშაულის ჩადენა უკრაინაში ამერიკის ადმინისტრაციამ ოფიციალურად სცნო.

დღის ამბები