28 აგვისტო 2026,   02:50
ვრცლად
"კრიმინალი უნდა შევაჩეროთ, პუტინმა ეს ომი ვერ უნდა მოიგოს" - ბრიუსელში NATO-ს სამიტზე ლიდერები უკრაინის მხარდაჭერის საკითხს განიხილავენ

უკვე საათნახევარზე მეტია, ბრიუსელში NATO-ს სამიტი მიმდინარეობს. ლიდერები დახურულ კარს მიღმა განიხილავენ უკრაინის და ქვეყნის მხარდაჭერის საკითხს. სამიტზე წევრმა ქვეყნებმა პოზიციები უნდა შეაჯერონ. უკვე ითქვა, რომ უკრაინის მხარდაჭერა გაძლიერდება.

ალიანსის წევრი ქვეყნის ლიდერები ერთხმად თანხმდებიან, რომ NATO-მ მეტი უნდა გააკეთოს უკრაინის დასახმარებლად.

"რეალობა არის ის რომ პუტინმა ბარბაროსული ქმედებებით უკრაინის წინააღმდეგ წითელი ხაზი უკვე გადაკვეთა. ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ უკრაინის დასახმარებლად რომ ქვეყანამ შეძლოს რუსეთთან გამკლავება. ასევე უნდა გავაძლიეროთ მასზე წნეხი სანქციებით. მნიშვნელოვანია ერთად მუშაობით დავამძიმოთ პუტინისთვის ეკონომიკური საფასური," - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა.

"NATO მხოლოდ გეოგრაფიული ალიანსი არ არის. ჩვენ ერთად ვდგავართ საერთაშოროსო სამართლისა და საერთო ღირებულებების დაცვაში. პუტინის თავდასხმა სუვერენულ სახელმწიფოზე, უკრაინაზე არის უკანონო და ბრუტალური. ეს ქმედება ჩვენთვის მიუღებელია. ჩვენ უკრაინის გვერდზე ვართ და დავეხმარებით ყველა არსებული გზით," - აღნიშნა კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ.

"ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას როგორც ამას ადრე ვაკეთებდით. ჩვენ უნდა გავაორმაგოთ ძალისხმევა იმისთვის რომ პუტინმა გამარჯვება ვერ შეძლოს. ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ გავზარდოთ ფინანსური ხარჯები თავდაცვაზე და როგორ გავაკეთოთ ეს გონივრულად. ასევე თუ როგორ გავაძლიეროთ აღმოსავლეთ ფლანგი. ჩვენ შეკავებით პოზიციაზე უნდა გადავიდეთ. ძალიან ვღელავთ იმის გამო რასაც რუსეთი აკეთებს. ეს გვიბიძგებს რომ უკრაინას მეტად დავეხმაროთ და დამატებით ნაბიჯებზე ვიფიქროთ. კრიმინალი უნდა შევაჩეროთ. პუტინმა ეს ომი ვერ უნდა მოიგოს," - განაცხადა ესტონეთის პრემიერმა კაია კალასმა.

დღის ამბები