29 აგვისტო 2026,   07:54
ვრცლად
რუსმა სამხედროებმა 1000-ზე მეტი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, მათ შორის 135 ბავშვია - გაერო

გაეროს მონაცემებით, მაშ შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი წამოიწყო ოკუპანტებმა 135 ბავშვი მოკლეს, ხოლო დაშავდა 184 არასრულწლოვანი. 

გაეროს მონაცემებით, სულ დაშავებულია 1 650 მშვიდობიანი მოქალაქე. მათივე ცნობით, დაღუპულთა და დაშავებულთა უმეტესობა მამაკაცია, მაგრამ ბევრი მათგანის სქესის დადგენა შეუძლებელია.

გაეროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, მსხვერპლთა შორის არის: 214 მამაკაცი, 160 ქალი, 14 გოგონა, 28 ბიჭი; ხოლო კიდევ 571 ზრდასრულისა და 48 ბავშვის სქესი დადგენილი არ არის.

დღის ამბები