ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 658 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 645 959-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.88%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.7% ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.63%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 478 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 615 166-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 704 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 658 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 290 შემთხვევა, აჭარა - 37, იმერეთი - 88, ქვემო ქართლი - 31, შიდა ქართლი - 46, გურია - 43, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 53, კახეთი - 43, მცხეთა-მთიანეთი -12, სამცხე-ჯავახეთი -7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 14 063 საიდანაც, 665 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 357, აჭარაში - 53, იმერეთში - 121. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 184 პირი, მათ შორის, თბილისში - 105, აჭარაში - 30, იმერეთში - 27. 13 398 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.