09 ოქტომბერი 2024,   02:27
ვრცლად
ლიბიის სასამართლომ მუამარ კადაფის შვილს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა

ლიბიის სასამართლომ მუამარ კადაფის შვილს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. სეიფ ალ-ისლამს სასჯელის უმაღლესი ზომა სამხედრო დანაშაულების ჩადენის ბრალდებით მიუსაჯეს. მუამარ კადაფის შვილთან ერთად დახვრეტა ყოფილი დიქტატორის გარემოცვის კიდევ 8 წევრს მიესაჯა.

მათ შორის არიან ყოფილი პრემიერი და დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი. ყველა მათგანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო სამხედრო დანაშაულებში, რომლებიც მათ 2011 წელს, სამოქალაქო ომის დროს ოპოზიციის წარმომადგენლებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩაიდინეს.

სეიფ ალ-ისლამი ხელისუფლებას მოუწოდებდა საქმე განსახილველად ჰააგის საერთაშორისო სასამართლოსთვის გადაეცა, რომელმაც ტრიპოლის არაერთხელ მიმართა მუამარ კადაფის შვილის ექსტრადიციის მოთხოვნით, თუმცა ლიბიის ხელისუფლებამ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

 
დღის ამბები