03 მაისი 2024,   00:54
ვრცლად
მორიგი ბრალდებები ლუგარის ლაბორატორიაზე - რას ამბობს მიხეილ სააკაშვილის ყოფილი ამერიკელი მრჩეველი

ლუგარის ლაბორატორიაზე შეტევა და ბრალდებები არ წყდება - ევროკავშირის მიერ სანქცირებული რუსი ჟურნალისტის, ანტონ კრასოვსკის ფილმში მიხეილ სააკაშვილის ყოფილმა ამერიკელმა მრჩეველმა ჯეფრი სილვერმანმა განაცხადა, რომ საქართველო ამერიკის ბიოლოგიური ომის პლაცდარმია და თბილისში, ლუგარის ლაბორატორიაში ჯარისკაცებზე ცდებს ატარებდნენ, რის შედეგადაც რამდენიმე მათგანი გარდაიცვალა.

ამავე ფილმში საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი იგორ გიორგაძე ჯეფრი სილვერმანზე საუბრისას ამბობს, რომ ამერიკის მოქალაქე სილვერმანმა სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს მიიღო საქართველოს მოქალაქეობა და ამავე დროს დაინტერესდა ლაბორატორიით, სადაც ტარდებოდა ექსპერიმენტები ხალხზე.

"რამდენიმე აბსოლუტურად ჯანმრთელი ჯარისკაცი დაავადდა ერთი და იმავე დაავადებით. ყველანი ახალგაზრდები და ჯანმრთელები იყვნენ. ერთი გადარჩა, მეორე კი გარდაიცვალა, მიზეზი არ ვიცი. არ ვიცი რას ტესტავდნენ მათზე. შესაძლოა გიორგაძემ იცოდეს ამის შესახებ. ვიცი, რომ მათ აუღეს სისხლის ანალიზი რეზიტენტობის დონის დასადგენად. იმავეს აკეთებენ უკრაინაშიც. ქართველ ჯარისკაცებს იყენებენ, იმიტომ, რომ ისინი გულუბრყვილოები არიან. გრძნობენ, რომ ვალდებულები არიან მიიღონ მონაწილეობა ამ ექსპერიმენტში სამსახურის გამო. მათ თანხმობის დოკუმენტზე აწერინებენ ხელს, უხსნიან შესაძლო რისკებს, მაგრამ ახალგაზრდა ჯარისკაცს სჯერა იმის, რასაც ეუბნებიან," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ყოფილმა მრჩეველმა, ჯეფრი სილვერმანმა.

დღის ამბები