20 ნოემბერი 2024,   17:29
ვრცლად
ქუთაისში საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა

ქუთაისში რიონის პირას საცხოვრებელი სახლის აივანი და სათავსო ოთახი ჩამოინგრა.

მიწის ჩამოშლა, სავარაუდოდ, ძლიერმა წვიმამ გამოიწვია. ნგრევის დროს ოჯახში ორი ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა არავინ დაშავებულა.

აღნიშნული სახლი ავარიულად არის შეფასებული. ოჯახს, სავარაუდოდ, ქირით გაიყვანენ.

დღის ამბები