03 მაისი 2024,   02:23
ვრცლად
სანქციები, რომლის დაწესებისკენაც მოგვიწოდებს ოპოზიცია, პირდაპირ აისახება ფასებსა და ინფლაციაზე - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ის ეკონომიკური პრობლემები, რომლებიც წარმოიქმნა რუსეთ-უკრაინის ომის საფუძველზე, მინიმალურად შეეხოს ქვეყანას.

თუმცა, მისივე თქმით, როდესაც რეგიონში ომია, ბუნებრივია ეკონომიკაზე ნეგატიური ეფექტი აისახება.

"როცა საუბარია სანქციებზე და რის დაწესებისკენაც მოგვიწოდებს ჩვენ ოპოზიცია, ეს სანქციებიც პირდაპირ არის დაკავშირებული არამხოლოდ იმასთან, რომ ექსპორტი და იმპორტი შეიზღუდება, ასევე პირდაპირ აისახება ნებისმიერი ასეთი სანქცია ფასებზე, ინფლაციაზე და ასევე, კურსის დევალვაციაზე. აქედან გამომდინარე ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ის ეკონომიკური პრობლემები, რომლებიც წარმოიქმნა ომის საფუძველზე, მინიმალურად შეეხოს საქართველოს. თუმცა, სამწუხაროდ, ნეგატიური ეფექტი ყველა შემთხვევაში იქნება. არის ასეთი პროგნოზები. ეს არის სამწუხარო მოვლენა, როდესაც რეგიონში არის ამხელა მასშტაბის ომი, ბუნებრივია, ეკონომიკურ სირთულეებს ვერცერთი ქვეყანა ვერ გაექცევა. ჩვენთვის მთავარია რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ამის ეფექტი და ჩვენს ქვეყანას მინიმალურად შეეხოს ომიდან გამოწვეული ეკონომიკური და სოციალური პრობლემები," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები