29 აგვისტო 2026,   03:59
ვრცლად
საჭიროა ქალაქის სრული ევაკუაცია, 160 ათასი ადამიანი იმყოფება მარიუპოლში, სადაც ცხოვრება შეუძლებელია - მარიუპოლის მერი

მარიუპოლის მერის, ვადიმ ბოიჩენკოს განცხადებით, აუცილებელია ქალაქის სრული ევაკუაცია. მისივე თქმით, 160 ათასამდე ადამიანი ელემენტარული პირობების გარეშეა დარჩენილი. 

”დაახლოებით 160 ათასი ადამიანი, ჩვენი შეფასებით, იმყოფება მარიუპოლში, სადაც ცხოვრება შეუძლებელია, რადგან საერთოდ არაფერია: არც წყალი, არც სინათლე, არც გათბობა, არც კომუნიკაცია. ჩვენი მთავარი მისიაა გავაკეთოთ ის, რაც საჭიროა - ჩვენ გვჭირდება მარიუპოლის სრული ევაკუაცია,"- განაცხადა ბოიჩენკომ ტელემარათონის პირდაპირ ეთერში.

 
დღის ამბები