03 მაისი 2024,   05:42
ვრცლად
ინფლაციის დონე 30-40 წლის მაქსიმუმზეა ევროპის ქვეყნებში, ამერიკაში, ბუნებრივია, საქართველო ვერ იქნება ამ პროცესისგან იზოლირებული - ფინანსთა მინისტრი

მთავრობა საწვავის ფასის კლებას პროგნოზირებს. ოფიციალური განმარტების მიხედვით, დღეს ბაზარზე არსებული მარაგი შეძენილია პიკური ფასით და არის მოლოდინი, რომ უფრო ნაკლებ ფასში შეძენილი საწვავი გამოჩნდება ბაზარზე.

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მინისტრებმა ისაუბრეს ოპოზიციის და აქტივისტების მოთხოვნებზეც, რომელიც ეხება საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმებას და დღგ-ს მცურავ რეჟიმზე გადაყვანას. ითქვა, რომ დაგეგმილი ბიუჯეტის პირობებში საგადასახადო შემოსავლის დაახლოებით ცხრა პროცენტს მთავრობა ვერ გააუქმებს.

"მინდა მოსახლეობას განვუმარტო, თუ რა შინაარსი აქვს იმ მოთხოვნებს, რომელიც დღეს საწვავის ფასთან დაკავშირებით, კონკრეტულად აქციზის და დღგ-ს გაუქმებასთან მიმართებაშია. ეს ჯამურად, ქვეყნის შემოსავლების ნაწილში შეადგენს 1,3 მილიარდ ლარს, ეს არის ჩვენი საგადასახადო შემოსავლების დაახლოებით, 8-ან 9%-მდე, ბუნებრივია, მიმდინარე წელს, როცა უკვე ბიუჯეტი დაგეგმილია, სოციალური ვალდებულებებიც აღებული და გაწერილია, 9%-ის ოდენობით საგადასახადო შემოსავლების შემცირება, ისე რომ სოციალური ვალდებულებების შემცირება არ მოხდეს, რომელიც ქვეყანაში აღებულია, ბუნებრივია, შეუძლებელი იქნება.

ინფლაციის დონე 30-40 წლის მაქსიმუმზეა ევროპის და ევროკავშირის ქვეყნებში, ამერიკაში და ჩვენს სამეზობლო ქვეყნებში. ბუნებრივია, საქართველო ვერანაირად ვერ იქნება ამ პროცესისგან იზოლირებული, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო ღია ეკონომიკაა," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

დღის ამბები