29 აგვისტო 2026,   01:06
ვრცლად
პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა საჭიროა მაშინვე როგორც კი იქნება სიცხადე დონბასის, დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის ძირითად საკითხებში - ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების იმედი გამოთქვა. სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ პუტინს, ზელენსკისთან შეხვედრაზე უარი არასოდეს უთქვამს, თუმცა ამისთვის უნდა მომზადდეს ნიადაგი.

კრემლის პირველი დიპლომატის შეფასებით, რუსეთი იზოლაციაში ვერ მოექცევა, რადგან ბევრი მეგობარი სახელმწიფო ჰყავს და ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმაც მოსკოვის შეშფოთების მიზეზების მოსმენა დაიწყო.

"პრეზიდენტმა პუტინმა არაერთხელ გააკეთა კომენტარი ვლადიმერ ზელენსკისთან შეხვედრაზე და უპასუხა ამ კითხვაზე თავის კოლეგებს რომლებთანაც რეგულარულ დიალოგს აწარმოებს, მათ შორის, უკრაინაში არსებულ ვითარებაზე. რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ შეხვედრებზე უარი არასდროს უთქვამს. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ეს შეხვედრა კარგად იყოს მომზადებული. პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა საჭიროა, მაშინვე როგორც კი იქნება სიცხადე დონბასის, დემილიტარიზაციისა და უკრაინის დენაციფიკაციის შესახებ ძირითადი საკითხების გადაწყვეტაში. კიევს მხოლოდ მოლაპარაკებების ვიზუალის შექმნა სურს ისინი ამჯერად ამას თავს ვერ დააღწევენ რადგან მათ სჭირდებათ შედეგი.

ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ ეს მოლაპარაკებები დაგვირგვინდეს შედეგით, შედეგით, რომელიც ჩვენი ფუნდამენტური მიზნებს უპასუხებს. ეს კი უპირველეს ყოვლისა, არის დონბასში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის დასასრული, რომელიც გაგრძელდა რვა წელი. ჩვენ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ახლა ჩვენი ყველაზე სერიოზული შეშფოთება, რომელიც პირდაპირ ეხება ჩვენს ფუნდამენტურ ინტერესებს. ისმენს NATO და ამ მხრივ გავლენას მოახდენს კიევის რეჟიმზე.

რაც შეეხება რუსეთის იზოლაციას, იზოლაცია არ არსებობს. ჩვენ გვყავს უამრავი პარტნიორი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში. რუსეთის ურთიერთობა ჩინეთთან ისტორიაში საუკეთესოა," - განაცხადა ლავროვმა.


დღის ამბები