18 მაისი 2024,   18:52
ვრცლად
მოლაპარაკებების პროცესში რუსეთი აღარ ითხოვს უკრაინის დენაციფიკაციას და მზადაა, დაუშვას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება - რა ინფორმაციას ავრცელებს Financial Times

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში რუსეთი აღარ ითხოვს უკრაინის დენაციფიკაციას და მზად არის, დაუშვას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება, თუ ის უარს იტყვის NATO-ს წევრობაზე - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "ფაინენშალ თაიმსი" ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დოკუმენტის პროექტი არ მოიცავს რუსეთის თავდაპირველი სამი მოთხოვნის განხილვას – დენაციფიკაციისდემილიტარიზაციის, ასევე უკრაინაში რუსული ენის სამართლებრივი დაცვის საკითხებს.

რუსეთის მხრიდან ეს დათმობები კი მისი ერთთვიანი სამხედრო შეტევისას უკრაინის მოსალოდნელზე ძლიერი წინააღმდეგობით ახსნეს.

გამოცემა არც იმას გამორიცხავს, რომ მოლაპარაკებების პარალელურად აგრესორი ქვეყანა ახალი იერიშისთვის ემზადებოდეს. 

დღის ამბები