20 ნოემბერი 2024,   17:34
ვრცლად
"დავულეწავ სახლ-კარს, თუ გინდათ ჩამსვან ციხეში..." - "კონსერვატიული მოძრაობის" ოფისის გახსნა ზუგდიდში დაპირისპირება მოჰყვა

ზუგდიდის სოფელ დარჩელში "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა და მხარდამჭერებმა "კონსერვატიული მოძრაობის" ოფისის გახსნა გააპროტესტეს, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

"ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ "კონსერვატიული მოძრაობა" პრორუსული ძალაა და მათ მუშაობას რეგიონში არ დაუშვებენ. მათ ოფისის ფასადზე გაკრული ბანერი ჩამოხსნეს და დაწვეს. 

ბრალდებებს ადგილზევე უპასუხეს "კონსერვატიული მოძრაობის" წარმომადგენლებმაც. მათ აქციის მონაწილეებს პროვოკატორები უწოდეს და განაცხადეს, რომ რუსეთთან არანაირი კავშირი არ აქვთ.

ადგილზე ვითარების განსამუხტად პოლიციის ჩართულობა გახდა საჭირო.

დღის ამბები