პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება მთელი საქართველოს მასშტაბით კვლავ ხორციელდება.
ამჯერად მცხეთა-მთიანეთის რეგიონიდან, ჰუმანიტარული დახმარება უკვე მეორედ გაიგზავნა. კამპანიის პირველ ეტაპზე ჯამში 150 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა და გაიგზავნა.