20 ნოემბერი 2024,   17:29
ვრცლად
როდიდან აქვს საკუთარი ხალხის მოღალატეს უფლება მიმართოს ხალხის რჩეულს? - "აზოვის" პოლკის აზერბაიჯანელი მებრძოლი კადიროვს მიმართავს

აზერბაიჯანის მოქალაქე, რომელიც "აზოვის" პოლკის მოხალისე მებრძოლია კადიროვს მიმართავს.

"მე აზერბაიჯანის მოქალაქე ვარ, "აზოვის" პოლკის მოხალისე მებრძოლი. მადლობას ვუხდი უკრაინას ჩემი სახლისა და ოჯახის დაცვის შესაძლებლობისთვის.

მივმართავ კადიროვს: როდიდან აქვს საკუთარი ხალხის მოღალატეს უფლება მიმართოს ხალხის რჩეულს?(ვოლოდიმირ ზელენსკის) ხაზს ვუსვამ, ხალხის რჩეულს, და არა პუტინის დანიშნულ პირს, რომელმაც თავისი მხარდამჭერი "კადიროველები" სიკვდილისთვის გაგზავნა.

შენი გამბედაობა მხოლოდ სიტყვებია, ისევე როგორც შენი სინდისი. ხოლო უკრაინის პრეზიდენტი საკუთარ ხალხთან არის.

ახმადი - ძალა არ არის, ახმადი - კუბოშია. დიდება უკრაინას," - განაცხადა "აზოვის" პოლკის მოხალისემ.  

დღის ამბები