თბილისში, საწვავის ფასებთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 20 პირის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. სხდომაზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩატარდება, იმსჯელებენ, დაეკისროთ თუ არა აქციის მონაწილეებს ადმინისტრაციული სახდელი.
მოქალაქეებმა, რომლებიც კვირას საწვავზე ფასებს აპროტესტებდნენ, მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყეს, რის შემდეგაც პარლამენტთან შეჩერდნენ, შემდეგ კი, გმირთა მოედანზე გადაინაცვლეს, სადაც ესტაკადები ჩაკეტეს, რასაც ადგილზე საავტომობილო მოძრაობის პარალიზება, მოგვიანებით კი აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.