ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვების მეორე ეტაპი დასრულდა.
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, პროცესი მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, მერიის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით სამედიცინო და ჰიგიენური საშუალებები, ყოველდღიური მოხმარების საგნები და საკვები შეიძინეს.