26 მაისი 2024,   17:35
ვრცლად
"2021 წლის საარჩევნო დავების განხილვის ძირითადი ტენდენციები" - საიამ ახალი ანგარიში წარადგინა

"2021 წლის საარჩევნო დავების განხილვის ძირითადი ტენდენციები" - საიამ ახალი ანგარიში წარადგინა.

საარჩევნო უბნების გადათვლის პრობლემა, დისბალანსი შემაჯამებელ ოქმებში, სასამართლოს მხრიდან კონტროლის ნაკლებად განხორციელება - ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რაც საიამ 465 საჩივრის საფუძველზე გამოავლინა.

საია-ს თავმჯდომარის ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, მსგავსი პრობლემები მოახლოებულ შუალედურ არჩევნებზე აღმოფხვრილი უნდა იყოს.

"რეკომენდაციები ძირითადად მიმართული არის ერთის მხრივ საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ, რომ ის არასწორი პრაქტიკა, რომელიც აქვთ საჩივრების განხილვასთან დაკავშირებით, ნაკლები დასაბუთებლობა, კანონის არასწორი განმარტება, მტკიცებულებათა არასრულყოფილად გამოკვლევა და ფაქტობრივ გარემოებათა არასრულყოფილი გამოკვლევა - ეს არასწორი პრაქტიკა უნდა გამოსწორდეს.

სასამართლომ ის სტანდარტი, რომელიც სამწუხაროდ ჩვენ ვიხილეთ ამ დავების განმავლობაში და რომელიც დადგინდა, ეს სტანდარტი რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, რომ შეცვალოს და უფრო მაღალი სტანდარტი დააწესოს," - აცხადებს საია-ს თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი.

დღის ამბები