26 აპრილი 2024,   06:49
ვრცლად
ემუქრება თუ არა კიევს ეკოლოგიური საფრთხე - "კურიერის" რეპორტაჟი უკრაინის დედაქალაქიდან

50 000 ტონა განადგურებული პროდუქტი - "კურიერის" კამერამ დღეს კიევის ოლქში 60 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე მიწასთან გასწორებული ლოჯისტიკური ცენტრი გადაიღო. რუსულმა ავიაციამ მიზანში სურსათის საცავი ამოიღო, რომელიც მთელ უკრაინას ამარაგებდა. ზიანი იმდენად დიდია, რომ შეიძლება ეკოლოგიური საფრთხეც კი გამოიწვიოს.

სარაკეტო იერიშმა ლოჯისტიკურ ცენტრში მასშტაბური ხანძარი გააჩინა. ცეცხლს მაშველები 20 საათის განმავლობაში აქრობდნენ.

ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ოკუპანტებმა ოლქის ლოჯისტიკური ცენტრი მიზანში სპეციალურად ამოიღეს. ახლა კიევის ოლქი საკვების შეზღუდული რაოდენობით დარჩა.

რაც შეეხება ბროვარს, ომამდე არქიტექტურით განთქმულ ქალაქში ახლა მხოლოდ დანგრეული შენობებია. ოკუპანტებმა ის არაერთხელ დაბომბეს. ქუჩებში შიშმა დაისადგურა და დაცარიელდა. ადგილობრივები ახლა მომდევნო იერიშის მოლოდინში მთელ დროს თავშესაფრებში ატარებენ.

 



დღის ამბები