18 აპრილი 2024,   09:44
ვრცლად
სტამბოლში მიღწეული შეთანხმების მიხედვით, უკრაინის დედაქალაქში შედარებით მშვიდ ღამეს ელოდნენ, თუმცა განგაშის სიგნალი კვლავ ჩაირთო - "კურიერი" ცხელი წერტილიდან

დღეს კიევში განგაშის ხმა აღარ უნდა ჩართულიყო, სტამბოლში მიღწეული შეთანხმების მიხედვით, უკრაინის დედაქალაქში შედარებით მშვიდ ღამეს ელოდნენ, თუმცა კვლავ ჩაირთო განგაშის სიგნალი.

როგორც "კურიერის" კორესპონდენტი კიევიდან იუწყება, თავდასხმის საშიშროება ისევ არსებობს. მოსახლეობა კვლავ თავშესაფრებში რჩება.

"კურიერი" დღეს კიევის ოლქში ქალაქ ბროვაშიც იმყოფებოდა. მედიასთან ქალაქის პოლიციის უფროსმა განაცხადა, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში რუსი ოკუპანტების მხრიდან არაერთი საჰაერო იერიში და სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, თუმცა უკრაინის შეიარაღებული ძალები ოკუპანტებს საპასუხოდ საკმაოდ დიდ ზიანს აყენებენ.

"ყველაფერი კარგად მიდის, რადგან ოკუპანტების ბევრი ტექნიკა გავანადგურეთ აქ. უკრაინის შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ჩვენმა ძალებმა რუსეთის საოკუპაციო ძალების დიდი ტექნიკა გაანადგურა. ასევე, ვინც აქ იყვნენ ისინი დემორალიზებულები არიან, ტოვებენ თავიანთ ტანკებს და ჯავშან მანქანებს და მოროდირობენ. არაერთი ფაქტი გამოვავლინეთ და დავაკავეთ მოროდიორი ოკუპანტები. ისინი ჩვენს ტერიტორიაზე ჩვენს შესაშინებლად შემოიჭრნენ, მაგრამ ჩვენი ეშინიათ. ჩვენ არ დავნებდებით, ოკუპანტები ვერ დაგვამარცხებენ," - განაცხადა ბროვარის პოლიციის უფროსმა.

ცნობისთვის, ომის 34-ე და მოლაპარაკებების მე-6 რაუნდის დღეს მოსკოვმა უკრაინის ჩრდილოეთში სამხედრო აქტივობის შემცირებაზე განცხადება სტამბოლში გააკეთა.


დღის ამბები